ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტს COVID-19 დაუდასტურდა
17-10-2020 13:39
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ბოლო 24 საათში ინფექციის 57 შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსი დაუდასტურდა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტს. გავრცელებული ინფორმაცით ანატოლი ბიბილოვს მსუბუქი სიმპტომები აქვს და მუშაობას დისტანციურად გააგრძელებს.