17 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
გვაკრიტიკებენ ის ადამიანები, რომლებიც დენდროლოგიური პარკის რიგებზე დუმდნენ - მირდატ ქამადაძე  

"ნაციონალური მოძრაობაში, ბათუმში გამართულ აქციასთან დაკავშირებით გაკეთებულ კრიტიკულ შეფასებებს პასუხობენ. კერძოდ, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შეკრებას კრიტიკა იმის გამო მოჰყვა, რომ მოქალაქეები მჭიდროდ და პირბადეების გარეშე იდგნენ. 

ხელისუფლების ოპონენტები პასუხისმგებლობას უმრავლესობას აკისრებენ, რადგან მათივე შეფასებით, რეგულაციების დაცვაზე კონტროლს სწორედ მთავრობა ახორციელებს.  

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, მირდატ ქამადაძე ზაფხულის პერიოდში, დენდროლოგიურ პარკთან მოქალაქეების რიგებს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ ხელისუფლების წევრები დუმდნენ. 

"ყველა კრიტიკოსს უნდა ესმოდეს, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი არც ერთი რეგულაცია არ დარღვეულა. უკეთესი იყო რეკომენდაციები დაცულიყო, მაგრამ მოვიდა იმაზე მეტი ხალხი, ორჯერ იმაზე მეტი ხალხი, ვიდრე ჩვენ ველოდით. გვაკრიტიკებს ის ადამიანები, რომლებიც დენდროპარკში არსებულ რიგებთან მიმართებაში დუმდნენ. უფრო მეტიც, თავად იდგნენ ამ რიგებში და მაშინ არ უფიქრიათ მსგავს პრობლემაზე,“ - განაცხადა მირდატ ქამადაძემ

პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ლევან გოგიჩაიშვილი თქმით, "ნაციონალური მოძრაობისგან" მსგავსი ქმედება გასაკვირი არ არის. 

"ნაციონალურმა მოძრაობამ ამ ქვეყანაში დააყენა სისხლის გუბეები და უამრავ ათასობით ადამიანს ჩამოართვა ქონება, ციხეში გაუშვა, რეპრესია მოაწყო. ის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ასეთი რაღაც გააკეთა, მე ეს არ მიკვირს და ვერ ვხვდები, რატომ უკვირს ქართულ ოცნებას, არ იცის რა არის ნაციონალური მოძრაობა?" - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.

მოძრაობის "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე კი პასუხისმგებლობას სრულად აკისრებს ხელისუფლებას.

"ტელევიზორში ჭორაობის მაგივრად, კეთილი უნდა ინებონ და დაიცვან კანონი, როცა ის დასაცავია. სინამდვილეში რას აკეთებენ, ეს ხალხი არის სტოკჰოლმის სინდრომით შეპყრობილი, დგანან ტელევიზორში, დილიდან საღამომდე ნაციონალურ მოძრაობას ლანძღავენ და იმედი აქვთ, რომ ბოლო 8 წელი რასაც აკეთებენ, სწორედ ამით მოიგებენ არჩევნებს," - განაცხადა ანა დოლიძემ.       

დღის ამბები