პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ეკა ბესელია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებს ზესტაფონში შეხვდა. ეკა ბესელიამ ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.
პარტიის თავმჯდომარის თქმით, მათი ამოცანაა, სასამართლო რეფორმის ბოლომდე მიყვანა, ასევე შედეგზე ორიენტირებული განათლების რეფორმა და ადამიანის უფლებების დაცვა, რისთვისაც მას საპარლამენტო მანდატი სჭირდება. ბესელიას თქმით, ზესტაფონი მათი პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერი იქნება.
"მთავარი სათქმელი ჩემი მოქალაქეებისთვის არის, რომ ჩვენ მივიყვანთ მართლმსაჯულების რეფორმას ბოლომდე, ჩვენ ქვეყნის ეკონომიკას და განათლების რეფორმას შედეგამდე მივიყვანთ და ეს არის მთავარი ფუნდამენტი, რომლითაც ძლიერი ქვეყანა, დაცული მოქალაქე და ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტი იქნება უზრუნველყოფილი,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.