"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი კომპანია "თბილპურს" ესტუმრა.
საწარმო დაახლოებით 20 წელია მუშაობს და 200-მდე ადამიანია დასაქმებული. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" გუნდისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ადგილობრივი პროდუქციის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.