17 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
ნინო ბურჯანაძემ საპარლამენტო სიის ოცეული წარადგინა

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა და თავმჯდომარემ საპარლამენტო სიის ოცეულს წარადგენს. ნინო ბურჯანაძე ამ წუთებში ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამას აცნობს. 

ბურჯანაძე ამბობს, რომ აქვს შესაბამისი გამოცდილება, რომ საკუთარი დაპირებები რეალობად აქციოს.

"დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და დღევანდელ ხელისუფლებას ოპოზიციაში გადაანაცვლებს და ხელისუფლებას 31 ოქტომბერს შეცვლის. დიახ, თქვენნაირი ადამიანები, რომლებსაც არ გეშინიათ, რომლებსაც იმედი არ დაგიკარგავთ, რომლებსაც ხელები არ ჩამოგიშვიათ და აგრძელებთ ბრძოლას, უზრუნველყოფენ იმას, რომ 31 ოქტომბერს, ჩვენს ქვეყანას ექნება განვითარების პერსპექტივა," - აცხადებს ნინო ბურჯანაძე. 

ღონისძიება, რომელიც ამ წუთებში ევროპის მოედანზე მიმდინარეობს თბილისის მასშტაბით პარტიის მხარდამჭერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.    

დღის ამბები