17 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია წარადგინა

არჩევნებამდე 14 დღე რჩება. პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობენ. ხობში პარტია "ქართულმა ოცნებამ" ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია წარადგინა.

წარდგენას პრემიერ-მინისტრი, პარტიის გენერალური მდივანი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.

სიტყვით გამოსვლების დროს ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამუშაო ადგილების შექმნაზე გამახვილდა.

პარლამენტის ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ”ქართული ოცნებიდან” ირაკლი ხახუბია აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის განსავითარებლად ყველაფერს გააკეთებს.

დღის ამბები