"ლელოს" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა პერფომანსი მოაწყო. გიგლა მიქაუტაძემ სიმბოლურად ზებრა გადასასვლელი დახაზა.
მისი განცხადებით, ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაციაში 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, ქუჩის სრული რეაბილიტაცია კი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რის გამოც, მისი განცხადებით, კვირაში რამდენიმე ავარია ხდება.
"ლელო საქართველოსთვის" გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა მიქაუტაძემ შტაბის წევრებთან ერთად ხიზანიშვილის ქუჩაზე ზებრა დახაზა.
მისი თქმით, წელიწადნახევარია აღნიშნული ტერიტორია რეკონსტრუქციის პროცესშია. ქუჩა დღემდე დაუსრულებელია, არ არის დახაზული და არ მუშაობს შუქნიშანი. ამის გამო კვირაში რამდენიმე ავტოავარია ხდება, არიან დაშავებულებიც. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ზებრის დახაზვა.