"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ისნის რაიონის მოსახლეობას შეხვდა. გიორგი ვაშაძემ მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო.
შეხვედრაზე ვაშაძის მხარდასაჭერად "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავაც მივიდა და საკუთარი პარტიის მხარდამჭერებს სთხოვა, ისნის მაჟორიტარულ ოლქში მხარი გიორგი ვაშაძეს დაუჭირონ.
"მოვუწოდებ "ევროპული საქართველოს" ამომრჩევლებს, რომ მხარი დაუჭირონ გიორგი ვაშაძეს ისანში,"- აღნიშნა გიგი უგულავამ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა კი გიგი უგულავას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.