17 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
ლევან კობერიძე შინაური ცხოველების სასეირნო სკვერის მოწყობის ინიციატივით გამოდის

პარტია "ლელოს" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე შინაური ცხოველების სასეირნო სკვერის მოწყობის ინიციატივით გამოდის.

მისი განცხადებით, შესაბამისი ტერიტორიის გამოყოფა ცხოველების უსაფრთხო გასეირნებისთვის და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.

"აუცილებელია, რომ ქალაქში, ყველა უბანში იყოს თითო სკვერი მაინც, რომელიც ცხოველების სასეირნო და გასართობი იქნება. არის გარკვეული პრობლემები, როდესაც ბავშვები და ცხოველები ერთი და იგივე მოედანზე თამაშობენ, ჰიგიენური წესების დაცვაზე ზოგიერთ მოქალაქეს აქვს ხოლმე პრეტენზიები,"- აცხადებს პარლამენტის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის" ლევან კობერიძე.

"არასასიამოვნო ურთიერთობებს ვაწყდებით ხოლმე, როდესაც ძაღლებს ვასეირნებთ სკვერებში. სტადიონებზე საერთოდ ვერ შეგვყავს, შეზღუდვებია. ვთვლით, რომ თითო უბანს უნდა ჰქონდეს პარკი, რომ ჩვენი ცხოველები ვასეირნოთ,"- აღნიშნავს მოქალაქე ზაზა კობალავა

დღის ამბები