17 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
"გირჩმა" მორიგი შეხვედრა ამომრჩეველთან კლუბ "რიყეზე" გამართა

"გირჩმა" მორიგი შეხვედრა ამომრჩეველთან კლუბ "რიყეზე" გამართა. ლიდერების განცხადებით, მოქალაქეებთან კომუნიკაციისთვის ყველა შესაძლებლობას მაქსიმალურად იყენებენ. ამომრჩევლებს პარტიის ლიდერებმა სამომავლო გეგმები და მათი პოლიტიკური ხედვა გააცნეს.

"არჩევნებამდე ორი კვირა გვაქვს დარჩენილი. ვართ წინასაარჩევნო რეჟიმში და ვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ ადამიანებთან გვქონდეს მაქსიმალური კომუნიკაცია.

ადამიანები ზოგადად პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს არ ენდობიან, ამიტომ, რომ დაუძახო შეხვედრაზე გამოდიო, არ გამოდიან. 

ნებისმიერი ასეთი შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება ორგანიზებაში, ზოგი მუსიკით, ზოგი ალკოჰოლით,"- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.  

დღის ამბები