"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია გლდანისა და ნაძალადევის მოსახლეობას შეხვდა.
პოლიტიკური პარტიის ლიდერმა მხარდამჭერებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა და არსებულ გამოწვევებზე რეაგირების საკუთარი ხედვა გააცნო.
მაჟორიტარი კანდიდატის მარიამ სულაძის განცხადებით კი, მოსახლეობას სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აქვს და გამარჯვების შემდეგ, ამ მიმართულებით იმუშავებს.
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული დასის" თავმჯდომარის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, მოსახლეობას თანადგომა სჭირდება.
"დღეს ჩვენ წარვადგინეთ საარჩევნო პროგრამა და კანდიდატი მარიამ სულაძე. ჩვენ ქართველობისგან დაცლილ პარლამენტში ვართ ქართული ხმა. მოვუწოდეთ ყველას შემოხაზონ 49,"- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.