ალეკო ელისაშვილმა ოზურგეთში დაავადებათა კონტროლის ცენტრის წინ, პარტია "მოქალაქეების" გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად განცხადება გააკეთა.
ელისაშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს და ეპიდსიტუაციის არასწორ მართვაზე საუბრობს. პარტიამ ოთხპუნქტიანი გეგმა წარადგინა.
"მოუმზადებელი შეხვდა მთავრობა და "ქართული ოცნება" კორონავირუსის მეორე ტალღას და ეს არის გამოწვეული იმით, რომ პირველი ტალღისგან ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანეს. მართლა ეგონათ, რომ კარგი კრიზისმენეჯერები იყვნენ, საკუთარ ხიბლში და ტკბობაში ჩავარდნილები.
ჩვენ ვთავაზობთ ოთხ დაუყოვნებლივ გადასადგმელ ნაბიჯს, რეკომენდაციას რომელიც მთავრობამ უნდა გააკეთოს, რომ სიტუაცია მეტნაკლებად სტაბილური იყოს და ნაკლები დანაკარგით გამოვიდეს ქვეყანა ამ ვითარებიდან,"- აცხადებს პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი.