დღეს "რუსთავი 2" უპრეცედენტო მასშტაბის კვლევას ასაჯაროვებს. ბრიტანულმა ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2"-ის დაკვეთით უპრეცენდენტო მასშტაბის კვლევა ჩაატარა.
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ თქვენს მიერ დასახელებულ პარტიას დაუჭერთ მხარს ?
სრულიად დარწმუნებული ვარ -68%
მეტ-ნაკლებად დარწმუნებული ვარ - 24%
მხოლოდ მცირედ ვარ დარწმუნებული -4%
სრულიად არ ვარ დარწმუნებული -4%
მთელი ქვეყნის მასშტაბით 9075 რესპონდენტი გამოიკითხა. survation-ის მონაცემებით, კვლევის ცდომილება არის მინიმალური და ის 1.3%-ს შეადგენს. საველე სამუშაოები 12-29 სექტემბერს მოიცავს.
ბრიტანული კვლევითი კომპანია და "რუსთავი" 2 არჩევნების დღეს 31 ოქტომბერს ეგზიტპოლის შედეგებსაც შემოგთავაზებთ.
Survation არის პოლინგის, ანუ საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია ბრიტანეთიდან.
ის ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და წარმატებული კომპანია ბრიტანეთის პოლინგის კონკურენტულ ბაზარზე.
გააჩნია პოლიტიკური კვლევების გამოცდილება უკანასკნელი რამდენიმე წლის ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში: გააკეთა შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგების ყველაზე ზუსტი პროგნოზი; აჩვენა ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი პროგნოზი იტალიის 2014 წლის არჩევნებზე; ერთადერთმა ზუსტად იწინასწარმეტყველა ბრიტანეთის 2017 საპარლამენტო არჩევნების შედეგები; გააკეთა 2019 ბრიტანეთის პარლამენტში მანდატების გადანაწილების ყველაზე ზუსტი პროგნოზი.
კომპანია თანამშრომლობს წამყვან მედია ბრენდებთან, როგორიც არის BBC და Guardian, არის ბრიტანეთის პოლსტერების ასოციაციის წევრი.