17 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
როგორ მისცემენ ხმას კოვიდინფიცირებულები და იზოლაციაში მყოფი პირები - ცესკოს განმარტება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტეს როგორ მისცემენ ხმას კოვიდინფიცირებულები და იზოლაციაში მყოფი პირები. უწყებაში ამბობენ, რომ შეიქმნება სპეციალური საარჩევნო უბნები და ამოქმედდება გადასატანი ყუთები.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ანა მიქელაძე აცხადებს, რომ კარანტინში, თვითიზოლაციაში და სტაციონარში მყოფ პირებს ექნებათ საშუალება არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

"ცესკო მუნიციპალიტეტებში შექმნის არანაკლებ ერთ უბანს და დააკომპლექტებს სპეციალურ ჯგუფებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სტაციონარებში და კარანტინში მყოფ ჯგუფებთან საარჩევნო ყუთების მიტანას. ასევე, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება მონაცემთა ბაზაში, ექნებათ შესაძლებლობა, საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართონ გადასატანი ყუთის მოთხოვნით. ამასთან, სპეციალურ ჯგუფებს არ ექნებათ შემხებლობა ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებთან, რაც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს,"- განაცხადა ანა მიქელაძემ.

დღის ამბები