საქართველოს პრემიერ მინისტრმა, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მოქალაქეებს წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ვირუსის ზრდის ტემპების შესამცირებლად ყველაფერი კეთდება, ამის ფონზე ინფიცირების შემთხვევების მატება ქვეყანაში იქნება.
"ინფიცირების შემთხვევების მატება, რა თქმა უნდა, გვექნება. ყველას უნდა გესმოდეს, რომ ესეთი მატება იყო მოსალოდნელი და ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მეორე ტალღის პირობებში, ინფიცირების . დღეს ჯანდაცვისრაოდენობის ზრდა იქნება, თუმცა ჩვენ ამ ზრდის მართვის რესურსი გაგვაჩნია სფერო მომზადებულია, ვიდრე ეს იყო 6-7 თვის წინ. თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რესურსები, მათ შორის, საქართველოს და არცერთი ქვეყნის, ამოუწურავი არ არის. ჩვენ პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ქვეყნის შემდგომი განვითარების შესაძლებლობას. ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას. უნდა გვესმოდეს, რომ წერტილოვანი შეზღუდვები, წესების და დისციპლინის დაცვა, რაც არის პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ეს არის ის გასაღები, რომელიც გვიტოვებს შესაძლებლობას, გრძელვადიანი პერსპექტივაში ვირუსთან თანაცხოვრების გზით, ჩვენი ეკონომიკა არ გავანადგუროთ და გავაძლიეროთ, პირიქით. არანაირი პანიკის საფუძველი ვაიპოლიტიკოსების, ვითომ ექსპერტების მხრიდან, არ არსებობს, ეს უნდა გავათვიცნობიეროთ,“ - აცხადებს გიორგი გახარია.