ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც 307-ე მუხლის, სახელმწიფო ღალატის აღდგენას ითვალისწინებს, დღეს ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტში დაარეგისტრირა.
"ქართული დასის" ლიდერის განმარტებით, 2007 წელს მუხლის ამოღების პარალელურად მაღალი თანამდებობის პირები უკანონო ფარულ მოლაპარაკებებს მეზობელ სახელმწიფოსთან აწარმოებდნენ. მისივე განმარტებით, მოღალატეობრივი განცხადებები დღემდე კეთდება და აღნიშნული კანონპროექტის აღდგენის მოთხოვნა სწორედ ამან განაპირობა.