"პატრიოტთა ალიანსში" გამართულ ბრიფინგზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინეს, რომელიც საარჩევნო უბანზე 3 საათით ხმის მიცემის პროცედურის გახანგრძლივებას გულისხმობს.
კახაბერ ძაგანიამ დღეს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და დამტკიცება მოითხოვა. ძაგანიამ განაცხადა, რომ ეს ცვლილება უფრო მეტ ამომრჩეველს მისცემს საშუალებას გამოცხადდეს უბანზე.