17 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
survation-ის კვლევის შედეგები კვლავ აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა - პოლიტიკურ პარტიებს საპარლამენტო არჩევნებიდან მეტის იმედი აქვთ

ბრიტანული კომპანია survation-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელშიც ამჯერად პოლიტიკური პარტიების რეიტინგია ასახული, კვლავ აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა. საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ რეალურად იმაზე მეტი მხარდაჭერა აქვთ, ვიდრე ეს კვლევაში ჩანს.

ასეთივე მოლოდინი აქვთ მმართველ პარტიაში. "ქართული ოცნების" ლიდერები ელიან, რომ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდი იმაზე მეტ პროცენტულ მაჩვენებელს მიიღებს, ვიდრე ეს კვლევაშია მოცემული.

თავის მხრივ, სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები survation-ის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც არასაპარლამენტო პარტიებს 5%–ზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ, არ ენდობიან და აცხადებენ, რომ შიდა პარტიული კვლევებით მათ გაცილებით მეტი მხარდაჭერა აქვთ.

ბრიტანულმა კომპანია survation-მა "რუსთავი 2-ის" დაკვეთით, მაჟორიტარული ოლქების შემდეგ პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით უპრეცენდენტო მასშტაბის კვლევა ჩაატარა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 9075 ამომრჩეველი. კვლევის ცდომილება 1.3 პროცენტს შეადგენს. საველე სამუშაოები 12–დან 29 სექტემბრამდე განხორციელდა.

დღის ამბები