17 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
11 დღე საპარლამენტო არჩევნებამდე - პოლიტიკური პარტიების ლიდერები ამომრჩევლებს ხვდებიან და საარჩევნო პროგრამებს წარადგენენ

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური პარტიების ლიდერები ამომრჩევლებს ხვდებიან და საარჩევნო პროგრამებს წარადგენენ.

"ქართული ოცნების" საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკო სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა და მათ ჯანდაცვის სექტორის საკუთარი ხედვა გააცნო.

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამგორში ლევან ხაბეიშვილი ომის ვეტერანებს შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გუნდთან ერთად არჩევნების შემდგომ პირველი 30 დღის სამუშაო გეგმა წარადგინა.

"ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა მარიამ ჯაშმა პოლიტიკური კაფე გახსნა.

"ქართული ოცნებიდან" თელავი-ახმეტა-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბიზნესის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრა გამართა.

საპარლამენტო არჩევნებამდე 11 დღე დარჩა. პოლიტიკური პარტიების ლიდერები ამომრჩევლებთან შეხვედრას აქტიურად განაგრძობენ.

დღის ამბები