როგორ აისახება პანდემიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება ქვეყნის ეკონომიკაზე - ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება.
როგორც ბიზნესის, ასევე მთავრობის წევრების მხრიდან ერთმანეთის მიმართულებით იყო შენიშვნებიც და თხოვნებიც.
ბიზნესსექტორი მთავრობისგან დახმარებას ითხოვდა და დღევანდელი შეხვედრა სწორედ მათი ინიციატივა იყო.
საქართველოს ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, ლაშა პაპაშვილის განცხადებით, ბიზნესისთვის ახლა მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დახმარება.
"მე, როგორც ყოველთვის, ბევრ საკითხს ვაყენებ, ვინც ტურიზმის ბიზნესში ვართ, ჩვენთვის მთავარია გაგრძელდეს ეს შეღავათები. სახელმწიფო ახლა ძალიან დიდ სუფსიდიას აკეთებს და ამის გაგრძელება რამდენად მოხერხდება, არ ვიცი,"- განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე კი აღნიშნავს, რომ ბიზნესსექტორმა მთავრობასთან ორი მთავარი საკითხი უნდა განიხილოს, რაზეც შეხვედრის დასრულებისთანავე ისაუბრებს.