როგორ აისახება პანდემიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება ქვეყნის ეკონომიკაზე - პრემიერ-მინისტრმა გამოწვევებზე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ისაუბრა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
"სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება. ისეთი სისტემური ჩაკეტვები, რომლებიც ეკონომიკაზე პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს. მეორე - მოქმედების სტრატეგია იქნება ბალანსის დაჭერა და ამ ბალანსის დაჭერაში ვგულისხმობთ იმას, რომ იქნება წერტილოვანი ღონისძიებები. თუცა, მეორეს მხრივ, მოსახლეობას მოვუწოდებთ, ელემენტარული წესები დაიცვან და თქვენ ყველაზე მსხვილი დამსაქმებლები ხართ, თქვენ ამ წესების დაცვაში უნდა მოგვეხმაროთ.
რესურსი, რომელიც იქნება მომავალი წლის ეკონომიკური სტიმულირებისთვის, იქნება საკმაოდ შეზღუდული და ერთად უნდა გადავწყვიტოთ, სად მივმართავთ ამ რესურსს, როგორც დახმარების თვალსაზრისით, ასევე განვითარების თვალსაზრისით,“ - განაცხდა გიორგი გახარიამ.