17 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
არასწორი იყო, უნდა მიეღოთ - გიგა ბოკერია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეებზე, რომელთაც ვეტერანის სტატუსი ვერ მიიღეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეთა ნაწილმა რატომ ვერ მიიღო ვეტერანის სტატუსი. ამის შესახებ პასუხის გაცემა ყოფილ მაღალჩინოსანს, ამჯერად კი ოპოზიციური პარტიის ლიდერს, გიგა ბოკერიას "ღამის კურიერის" ეთერში მოუწია. ბოკერიას თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ხარვეზები ჰქონდა წინა ხელისუფლებას, თუმცა არც მოქმედმა ხელისუფლებამ გააკეთა არაფერი პრობლემის მოსაგვარებლად:

"არასწორი იყო, უნდა მიეღოთ. 2008 წლის სხვა ვეტერანებზე ის პაკეტი, რაც მაშინ იქნა მიღებული შეუდარებლად უფრო ნორმალური და ღირსეული იყო, ვიდრე რაც იქამდე ხდებოდა, მაგრამ არ იყოს საკმარისი და ეს ჯგუფები დარჩა გარეთ. ოღონდ, ამის მერე მოვიდა ხელისუფლება, რომელსაც არც იმ ტიპის გამოწვევები ჰქონია, არც აქტიური სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია ჰქონია მტრისგან და მიუხედავად ამისა, ვერ გამონახა დრო ამ დარჩენილი პრობლემის გადაჭრისთვის. ის, რაც ვერ გაკეთდა წინა ხელისუფლების დროს და ფეხებზე დაიკიდა ამ ხელისუფლებამ, შემდეგმა ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს ცვლილებები, რომ ამ ტიპის თეთრი ლაქები არ უნდა არსებობდეს," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები