ამ წუთებში, თბილისის საკრებულოსთან, "ევროპული საქართველოს" ორგანიზებით აქცია - "დაუპიპინე ბიძინას" იმართება.
აქცია 10:30-ზე პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან გადაინაცვლებს.
"ევროპული საქართველოს" აქციას მხარდამჭერები რეგიონებიდანაც უერთდებიან. ოპოზიციური პარტიის წევრებისა და მათი მხარდამჭერების ავტოკოლონები დიდი ქალაქებიდან თბილისის მიმართულებით უკვე დაიძრნენ.