17 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
ოპოზიცია ცესკოს 45-ე დადგენილებას ასაჩივრებს

ოპოზიცია ცესკოს 45-ე დადგენილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც სტაციციონარში მყოფი პირების შემთხვევაში ამოქმედდება გადასატანი ყუთები.

პოლიტიკურ პარტიებს აეჭვებთ პროცესი, როგორ შედგება სიები და ვინ გააკონტროლებს ხმის კანონის დაცვას.

"ეს არის არაკონტროლირებადი სქემა. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეკოს და თქვას, იზოლაციაშია, ახველებს, ან სიცხე აქვს და მოითხოვოს ყუთის მიტანა, რაც იძლევა საშუალებას მანიპულაციების, რაც ყოვლად მიუღებელია. აქედან გამომდინარე შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება 45-ე დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების,"- აცხადებს პარტია "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია.

"შეუძლებელი იქნება გაკონტროლება, რამდენი ამომრჩეველია იზოლაციაში და რამდენი ავადმყოფი, ან ხანში შესული ადამიანი ვისაც ჩვეულებრივ ვითარებაშიც გადასატანი ყუთით მისცემდა ხმას. მეორე პრობლემაა, ვინ და როგორ გააფრთხილებს თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს, რომ მათ 26 ოქტომბრამდე უნდა მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ მიუტანონ ყუთი,"- აცხადებს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" ლევან თარხნიშვილი.

დღის ამბები