""ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს.
"პრაქტიკულად გაშიფრული არის ის კრიმინალური სქემა, რომლითაც გურჯაანში "ქართული ოცნების" ხელისუფლება ახორციელებს ადამიანების მოსყიდვას, ზეწოლას, კრიმინალების ჩართვას. კონკრეტული ფაქტები არის გადმოცემული ამ ჩანაწერებში, მათ შორის არის როგორც "ფეისბუქ" გვერდების და "მესენჯერის" სქრინშოთები, ასევე ხმოვანი გზავნილები, რაც ნათლად ადასტურებს, რომ კონკრეტული ადამიანები ყვებიან, თუ როგორ არიან ჩართული ისინი ადამიანების მოსყიდვაში," - განაცხადა გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ბეჟაშვილმა.