17 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
"ადამიანი დააკავეთ, აბრალებენ რაღაცას" - ზუგდიდში გიგი უგულავა მისი მხარდამჭერის სავარაუდო დაკავებას აპროტეტესტებს

ზუგდიდში დაპირისპირებაში გიგი უგულავა ჩაერთო. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ქალაქის ცენტრში, სპეცოპერაციის პარალელურად მიმდინარეობს. მაჟორიტარობის კანდიდატი დაპირისპირებაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ადგილზე ცოტა ხნის წინ "ქართული მარშის" დეპუტატობის კანდიდატი გიორგი გაბედავა, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელს დაუპირისპირდა.  

როგორც უგულავა განმარტავს, მისი მხარდამჭერი სამართალდამცველებმა დააკავეს, ის პოლიციას სთხოვს, დაკავების მიზეზი განუმარტონ.

"არ ვიცი, რატომ დააკავეს, აბსოლუტურად უკანონოდ. დღეს, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ, ეს არის აბსოლუტური უკანონობა. უადგილო, რაც მთავარია.

მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდით, როგორ პროვოკაციას პროვოკაციაზე თხზავდა პუტინის ლაქია რომ არის აქ და ახლა აკავებთ აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანს. სირცხვილია, იგონებენ ზღაპრებს რაღაცებს. "დანოშიკი" გაბედავას სიტყვები გახდა, ფსბ-ს "შნირის"... არ ვიცი, რაღაცას ატენიან.. . ჩვენი აქტივისტია, რომელსაც უნდა ამ მთავრობის ცვლილება,“ - ამბობს გიგი უგულავა. 

დღის ამბები