17 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
იმ დონემდე მივიდა შემთხვევის ადგილზე პოზიორობა, რომ ბოლოს, ორი ბნელი ძალის წარმომადგენელი ერთმანეთს დაერია - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, ოპოზიციის განცხადებებს ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე, უპასუხისმგებლო უწოდა. 

​"როგორც კი ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე ცნობილი გახდა, პოლიტიკოსებმა პოზიორობა დაიწყეს. ბევრი განცხადება გაკეთდა ოპოზიციის მხრიდან, ყველა მათგანი კი, უპასუხისმგებლო იყო და ეს, ასევე იმის მცდელობა იყო, რომ მათ პოლიტიკური ქულები დაეწერათ. იმ დონემდე მივიდა ზუგდიდის ქუჩებში შემთხვევის ადგილის ირგვლივ პოზიორობა, რომ ბოლოს, ორი ბნელი ძალის წარმომადგენელი ერთმანეთს დაერია. ეს ხომ ძალიან მძიმე მოვლენაა. სოციალურ მდგომარეობაზე გაკეთდა კიდევ აქცენტი. როდესაც სოციალური მდგომარეობით და გაჭირვებით ამართლებ იმას, რომ 19 ადამიანი ტერორისტული აქტის ფარგლებში, მძევლად აიყვანეს, სირცხვილია," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

დღის ამბები