17 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
შსს-ს აქვს უმთავრესი ამოცანა, უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ იყოს დაკავებული - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ, ზუგდიდში მომხდარ სპეცოპერაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რათა დამნაშავეები უსწრაფესად დაისაჯონ. 

"ზუგდიდში გუშინ შექმნილი ურთულესი ვითარება მსხვერპლის გარეშე დასრულდა, ეს პირველი რიგის ამოცანა იყო და მიღწეული შედეგი, რომ ჩვენს მოქალაქეებს საფრთხე აღარ ემუქრება, ეს მხოლოდ პირველი რიგის ამოცანაა. უნდა გვესმოდეს რომ შსს-ს სრულად აქვს უმთავრესი ამოცანა დღეს, რომ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ იყოს დაკავებული. ყველა ის კანონიერი ინსტრუმენტი, რომელიც სამართალდამცველებს აქვთ, იმისთვის უნდა იყოს გამოყენებული, რომ არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენი ადამიანების მხრიდან, დანაშაულის დაუსჯელობის შემდგომი აღქმის გაჩენა,"- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები