17 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
წინასაარჩევნოდ ფიზიკური ძალადობა და მმართველი გუნდის მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება - ISFED ანგარიშს აქვეყნებს

წინასაარჩევნოდ ფიზიკურ ძალადობასა და მმართველი გუნდის მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები". ორგანიზაციამ წინასაარჩევნო მონიტორინგის მეხუთე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა 29 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

ანგარიშის მიხედვით გამოვლინდა ფიზიკური ძალადობის 9, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისა და მუქარის 37 და მედიაზე ზეწოლის 2 ფაქტი. ასევე საუბარია სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევებსა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 18 ფაქტზეც.

მესამე სექტორი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის საჭირო ყველა მითითება ზედმიწევნით შეასრულონ.

"ყველაზე სერიოზულ პრობლემას ამ შემთხვევაში რაოდენობიდან გამომდინარე წარმოადგენდა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერების აქტივისტების წინააღმდეგ ზეწოლა-მუქარის და ხელის შეშლის ფაქტები. ამ შემთხვევაში ტენდენციური სახით იკვეთება, რომ ძირითადად ხორციელდება ზეწოლა-მუქარა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თუ მხარდამჭერების წინააღმდეგ, რომ ისინი ჩამოშორდნენ საარჩევნო კამპანიას. მოქალაქეებს აქვთ გარკვეული დისკომფორტი და ეშინიათ მონაწილეობა მიიღონ წინასაარჩევნო კამპანიის მიზნით გამართულ შეხვედრებში ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, რადგან მათ ეშინიათ, რომ ამის შედეგად ისინი, თუ მათი ოჯახის წევრები აღარ მიიღებენ სოციალურ დახმარებას," - აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე.

დღის ამბები