17 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
გამოსვლის მომენტში, მარჯვენა ხელში რომ ეჭირა ყუმბარა, მისი ბლოკირება შესაძლებელი იყო - ირაკლი ალადაშვილი

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ მძარცველი, რომელიც ზუგდიდში საქართველოს ბანკში შევარდა, სავარაუდოდ, სამხედრო სამსახურში მსახურობდა.

როგორც ალადაშვილი აცხადებს, დეტალები იმაზე მიუთითებდა, რომ პირი იყო გათვიცნობიერებული ქმედებებში და ასევე, დაგეგმილი ჰქონდა ყველაფერი.

"იმ ვიდეო კადრებიდან, რაც გავრცელდა, იმის თქმა შეიძლება და დაკვირვება, როგორ ატარებს სამხედრო ფორმას და როგორ არის აღჭურვილი. ის, ან სამხედრო სამსახურში იყო, ან უფრო მეტიც, შეიძლება სპეცდანიშნულების რომელიმე რაზმში იყო. 

კადრებში ჩანს, პისტოლეტი, ხელყუმბარა, რომელიც ერთი არ ექნებოდა, ის იყო რაღაცისთვის მზად, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერზე იყო წამსვლელი.

ის მაღალყელიანი ფეხსაცმელები რიგდება ავღანეთში, მაგრამ აქაც არის ყიდვა შესაძლებელი და ცალსახად რამის თქმა, შეუძლებელია.

სახელურზე ეკეთა ქართული დროშა, როგორც შეაიარაღებულ ძალებს უკეთიათ და ამით მან აჩვენა, რომ თავის დროზე სამხედრო სამსახურში იყო. 

იფარავდა სახეს, კისერს და ხელებს, ცდილობდა ანაბეჭდები არ დაეტოვებინა, უნდა რომ მისი იდენტიფიცირება გვიან მოხდეს.

გამოსვლის მომენტში, მარჯვენა ხელში რომ ეჭირა ყუმბარა, ამის ბლოკირება შესაძლებელი იყო. მაგრამ ხელისუფლებამ აირჩია ეს გზა და მგონი, ეს სწორი პოლიტიკაა. გადაწყვიტეს მშვიდობიანად,"- განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

დღის ამბები