ისანში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, შტაბის წევრები და პარტიის მხარდამჭერები მობილურებზე შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს იღებენ.
სპეციალურ ბრიფინგზე დეკანოიძემ შეტყობინებების ე.წ. სქრინებიც წარმოადგინა. მაჟორიტარობის კანდიდატი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს ფაქტზე რეაგირება მოახდინოს.
"ეს გზავნილები უშუალოდ მიემართება სახელობითად. ანუ, ჩემი შტაბის წევრებს მიმართავენ სახელით. ჩვეულებრივად, დაფიქსირებულია ტელეფონის ნომრები, საიდანაც მოდის გზავნილები. ასევე, ვაიბერზე მოდის გზავნილები. შესაბამისად, ასეთი ამაზრზენი გზავნილების მისვლა, განსაკუთრებით ღამის საათებში და სახელობითი მუქარა გრძელდება. როგორც დღეს გავარკვიეთ, ასეთივე გზავნილები მისდის სხვადასხვა შტაბებში "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის წევრებს,"-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.