17 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
თუ ამომრჩევლები ვერ მივლენ ყუთთან, ყუთი მივა მათთან - თამარ ჟვანია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ "დღის კურიერის" ეთერში ოპოზიციის იმ ბრალდებებს უპასუხა, სადაც ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი გადასატან ყუთთან დაკავშირებით ცესკოს დადგენილებას აპროტესტებენ და არჩევნების გაყალბებაზე მიუთითებენ. 

მისი თქმით, "თუ ამომრჩევლები ვერ მივლენ ყუთთან, ყუთი მივა მათთან":

"მინდა ყურადღება ერთ ძალიან მნიშვნელოვან ასპექტზე გავამახვილო, სამწუხაროდ, მედიაში ოპოზიციის მხრიდან მოვისმინე, რომ არის გამჭვირვალობის ნიუანსები. პირველ რიგში, დაკომპლექტების წესი ისეთია, როგორიც ჩვეულებრივი საუბნო საარჩევნო კომისიების წესი. ამავდროულად, ჩვენს ეს პროცესი შევიტანეთ არა შიგნით საავადმყოფოში, არამედ ცალკე, სპეციალურ უბნებზე. სივრცეები მოვიძიეთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ყოფილიყვნენ წარმოდგენილი დამკვირვებლები, მედია და არ ყოფილიყო რაიმე კითხვის ნიშნები. მათთვის, ვინც სასტუმროებსა და სამედიცინო დაწესებულებებში არიან, სპეციალური ჯგუფი შეიქმნება და ყველას მოვემსახურებით გადასატანი ყუთებით. აქ არაფერი ისეთი განსხვავებული არ არის, რაც აქამდე არ იყო. მთავარია, რომ იქ წარმომადგენლობა იყოს გარანტირებული,"- განაცხადა თამარ ჟვანიამ. 

დღის ამბები