ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძე, ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებას ეხმიანება და იმ გადასატან ყუთებზე საუბრობს, რომლებიც ინფიცირებულებისა და თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, არცერთი მოქალაქის ხმა არ იქნება დაცული, რადგან პროცესი სისტემურად არ არის გამართული.
"ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე უსაფრთხოების წესების დაცვით, იმისათვის, რომ ჩვენი ხმა არ მიიტაცოს ხელისუფლებამ. ასევე, ყველა ადამიანი, ვინც თვითიზოლაციაშია, აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს და ხმა მისცეს არჩევნებზე,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.