17 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
ბიზნესი გათავისუფლდა წნეხისგან და "ქართული ოცნების" დაფინანსების და ხელისუფლებაში დარჩენის სურვილი აქვს - ბექა დავითულიანი

სახელმწიფო აუდიტის მიერ წარმოდგენილ შუალედურ ანგარიშს, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს, პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურება მოყვა. ვინ აფინანსებს პარტიებს და რამდენად გამჭვირვალეა მათი ფინანსური ოპერაციები - ოპოზიციის კრიტიკას მმართველი გუნდის დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით, "ქართულ ოცნებაში" პასუხობენ. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ბიზნესი ყოველგვარი წნეხისგან თავისუფალია და დაფინანსებაც ნებაყოფლობით ხდება.

"ქართული ოცნების პირობებში ბიზნესი გათავისუფლდა წნეხისგან, ბიზნესი გრძნობს ამას და "ქართული ოცნების" დაფინანსების და ხელისუფლებაში დარჩენის სურვილი აქვს," - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა ბექა დავითულიანმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მისი პოლიტიკური ძალა, სხვა პარტიებისგან განსხვავებით შავ ფულს არ ხარჯავს და მათი ფინანსები სრულად გამჭვირვალეა:

"ჩვენმა გუნდმა პრინციპულად გადაწყვიტა, რომ არცერთი თეთრი არ იქნება შავად დახარჯული, ყველაფერი იქნება გამჭვირვალე. განსხვავებით სხვა პარტიებისგან ჩვენ შავ ფულს არ ვხარჯავთ. ვხარჯავთ იმ ფულს, რა შემოწირულობასაც გვიკეთებს ხალხი," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები