საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა პროექტის "open bookია"-ს ფარგლებში აქცია-პერფორმანსი გამართა. პროექტის მიზანია გაიხსნას ბუკიას ბაღი, მოეწყოს რეკრეაციული ზონა, სადაც ხალხს განტვირთვის საშუალება ექნება.
ელისაშვილის განმარტებით, აღნიშნულ ბაღში წლების განმავლობაში არავინ შესულა. მათ სკვერის ტერიტორიაზე ასევე მოაწყვეს მიხეილ ჯავახიშვილის წიგნების თარო, სადაც ჯავახიშვილის წიგნები განთავსდება და ასევე ალეკო ელისაშვილის წიგნი სახელწოდებით "ეს საბურთალოა".
პერფორმანსის დროს სხვადასხვა მუსიკალური ნომერიც შესრულდა.