17 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
მნიშვნელოვანია არა საწოლფონდი და სასუნთქი აპარატი, არამედ ჩვენი საექიმო რესურსი, რომელიც ლიმიტირებულია - ეკატერინე ტიკარაძე

მკვეთრად მზარდი დინამიკის გამო მთავრობა მოქალაქეებს უსაფრთხოების წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს. ჯანდაცვის მინისტრმა დღეს საზოგადოებას რეკომენდაციები კიდევ ერთხელ შეახსენა.

ასევე, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია არა საწოლფონდი და სასუნთქი აპარატები, არამედ, საექიმო რესურსი, რომელიც ლიმიტირებულია.

"ეს არის პროცესი, რომელიც დამოკიდებულია ადამიანების ქცევაზე და ამ მიდგომას მიმართავს არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა. ჩვენ ყველა მოქალაქეს წესების დაცვისაკენ მოვუწოდებთ. მნიშვნელოვანია არა საწოლფონდი და არა სასუნთქი აპარატი, არამედ მნიშვნელოვანია ჩვენი საექიმო რესურსი, რომელიც ლიმიტირებულია. სწორედ ამის გამო არის მნიშვნელოვანი ერთმანეთს გავუფრთხილდეთ," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები