"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკო დღეს ტანვარჯიშის ეროვნულ ფედერაციას ესტუმრა. დეპუტატობის კანდიდატი ტანვარჯიშის სხვადასხვა სახეობების წვრთნას დაესწრო.
დავით სერგეენკო გაეცნო ტანვარჯიშის ეროვნული ნაკრების როგორც ინდივიდუალურ, ასევე - ჯგუფურ შემადგენლობას, რომელიც 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებში მონაწილეობისთვის იბრძვის. დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, მნიშვნელოვანია სპორტი ყველას სახეობის, მათ შორის - ტანვარჯიშის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, რადგან სპორტით ადრეული ასაკიდან დაკავება ჯანსაღი ცხოვრები წესისკენ გადადგმული ნაბიჯია.