17 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
ISFED-ის კვლევა - მონიტორინგის ფარგლებში 700-ზე მეტი პოლიტიკური ხასიათის ანონიმური Facebook გვერდი გაანალიზდა

კიდევ ერთი კვლევა, სოციალური მედიის მეორე შუალედური ანგარიში - "სამართლიანი არჩევნები" 31 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ მედიაში ჩატარებული კვლევის შედეგებს ასაჯაროებს. მონიტორინგის ფარგლებში 700-ზე მეტი პოლიტიკური ხასიათის ანონიმური Facebook გვერდი გაანალიზდა.

"ამ გვერდების მიზანი იყო ანტიდასავლური, ანტილიბერალური გზავნილების გავრცელება ჰომოფობიური, ქსენოფობიური განწყობების გაღვივება საზოგადოებაში და ამავე დროს, ისინი ავრცელებდნენ პრორუსულ მესიჯებს. არამარტო ღირებულებით საკითხებზე ხდებოდა ეს გზავნილების გავრცელება, არამედ მონაწილეობას იღებდნენ უფრო პრორუსული პოლიტიკური პარტიების პროპაგანდაში," - აცხადებს ელენე რიჟამაძე.

დღის ამბები