რევაზ ნადარაია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ამ ინფორმაციას პირადადაც ადასტურებს.
"იმის გათვალისწინებით, რომ საკონკურსო პროცედურები მოითხოვს მეტად დიდ ძალისხმევას, ამავდროულად, ასევე, ვიხილავ საქმეებს, მიზანშეწონილად ჩავთვალე, დავტოვო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობა. წარმატებებს ვუსურვებ სასამართლო სისტემას, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც მიწევდა საქმიანობა და თანამშრომლობა," - წერს რევაზ ნადარაია.