მთავრობის კანცელარიასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ადგილზე თაბაშირის ფიგურა მიიტანეს, რომელზეც მათი თქმით, გიორგი გახარია, ბიძინა ივანიშვილი და კახი კალაძე არიან გამოსახული.
აქციის მონაწილეები ქვეყნის ხელმძღვანელ პირებს უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ "გავრილოვის ღამის" ორგანიზატორები ქვეყანას არ უნდა მართავდნენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო დაკავებული სასულიერო პირის - გიორგი მამალაძის ძმა.