თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა. ამომრჩეველს, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფება ცესკოს ცხელ ხაზზე დაკავშირება და საკუთარი მოთხოვნის დაფიქსირება დღეს, 2 საათამდე შეეძლება.
ვადა გუშინ ღამით უნდა ამოწურულიყო, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მოთხოვნათა დიდი რაოდენობის გამო შეცვალა. პარალელურად, ცესკომ რეგისტრაციის ვადა გაახანგრძლივა არჩევნებზე დასწრების მსურველი ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიისთვის. ცესკოს გადაწყვეტილებას მიესალმება თბილისის მერი.
"დრო სჭირდება ამ ყველაფრის ორგანიზებას, ძალიან კარგია რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, ყველას მიეცემა ხმის მიცემის შესაძლებლობა," - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.