17 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
პანდემია გადაივლის, ვირუსს დავამარცხებთ, თუმცა დემოკრატიულ არჩევნებზე გაკეთებული არჩევანი არის საფუძველი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების - პრემიერი

პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს საარჩევნო უბნებზე მისვლას და საკუთარი არჩევანის გაკეთებას მოუწოდებს.

გიორგი გახარიას თქმით, ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში ვიზიტი შეიძლება იყოს ბევრად უფრო მაღალი რისკის შემცველი, ვიდრე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, თითოეულ საარჩევნო უბანზე დაცული იქნება ყველა წესი, რომელიც იყო რეკომენდირებული ეპიდემიოლოგების მიერ. 

"ჩვენ წინ გველოდება ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები. საქართველოს მთავრობამ ისევე, როგორც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის არჩევანის უფლება სრულად იყოს აღსრულებული და დღეს ჩვენ ყველას შეგვიძლია, ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდოთ, მივიდნენ არჩევნებზე. პანდემია გადაივლის, ვირუსს დავამარცხებთ, თუმცა, დემოკრატიული არჩევნების დროს გაკეთებული არჩევანი ეს არის საფუძველი მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების. თითოეულ საარჩევნო უბანზე დაცული იქნება ყველა წესი, რომელიც იყო რეკომენდირებული ეპიდემიოლოგების მიერ.

ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში ვიზიტი შეიძლება იყოს ბევრად უფრო მაღალი რისკის შემცველი, ვიდრე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა. ასე, რომ ჩვენ ყველამ ერთად, 31 ოქტომბერს უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი. ეს არის ჩვენი, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე," - აღნიშნა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე. 

დღის ამბები