"ნაციონალური მოძრაობა" იმერეთში შემაჯამებელ შეხვედრას მართავს. "ენმ - ძალა ერთობაშიას" ზესტაფონი, ბაღდათი, თერჯოლა, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის და თერჯოლის მერობის კანდიდატების შემაჯამებელი შეხვედრა ამ წუთებში ზესტაფონში მიმდინარეობს.
გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის - კახა გეწაძე, თერჯოლის მერობისთვის კი ვალერი ბოჭორიშვილი იბრძვიან.
პარტიის ლიდერები თეატრთან შეკრებილ მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამას და სამოქმედო გეგმებს აცნობენ.