პარლამენტის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსიდან" ბექა ნაცვლიშვილმა "დღის კურიერის" ეთერში, შეკითხვაზე - შეიცვალა, თუ არა მისი დამოკიდებულება დღეს, "ქართული ოცნებისა" და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ მან განაცხადა, რომ - "ბიძინა ივანიშვილს, როგორც "ქართული ოცნების" ლიდერს, აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა და პოლიტიკურ სცენაზე მისი აქტიურად გამოჩენა ბევრი დადებითი იმპულსის მატარებელი იქნება," - ამაზე ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ აზრი არ შეცვლია და ის ბიძინა ივანიშვილზე კვლავ ასე ფიქრობს.
"დღეს რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთოს, "ქართულ ოცნებას", შეიძლება, ამომრჩეველი დაემატოს. ბიძინა ივანიშვილზე დგას "ქართული ოცნება", თორემ ეგ რომ არ იყოს, დაიშლებოდა ეს პარტია საერთოდ. მას ჰყავს ეს ხალხი დასაქმებული. ახლაც გავიმეორებ მაგ სიტყვებს,"- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.