17 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
ამომრჩევლებს საარჩევნო უბანში ყოფნა ცოტა ხნით უწევთ, რაც ჯანმრთელობის თვალსაზრისით არ არის რისკის მატარებელი - ცესკოს თავმჯდომარე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ მოქალაქეებმა 31 ოქტომბერს საკუთარი პოზიცია თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში დააფიქსირონ. მისივე თქმით, ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა უპირველესია. 

"ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ამომრჩევლებმა არჩევანი თავისუფალ, გამჭვირვალე და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში გააკეთონ. ასევე, აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლებს საარჩევნო უბანში ყოფნა მხოლოდ ცოტა ხნით უწევთ, რაც აღიარებულია, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არ არის რისკის მატარებელი," - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

დღის ამბები