17 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
IRI-მ საარჩევნო პროცესების შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერის მიზნით რეკომენდაციები წარადგინა

საქართველოს საარჩევნო პროცესების შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერის მიზნით, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა მოკლევადიანი რეკომენდაციები წარმოადგინა. IRI-მ რეკომენდაცია წარმოადგინა როგორც სამთავრობო უწყებების, ასევე მედიის მისამართითაც. 

• საქართველოს თითოეული ამომრჩევლის, საარჩევნო მოხელეებისა და პოლიტიკური
აქტორების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით საარჩევნო
ადმინისტრაციამ და ჯანდაცვის სახელმწიფო უწყებებმა განაგრძონ საზოგადოების
ინფორმირება კოვიდ-19 პანდემიის პირობებში ხმის მიცემის პროცედურებისა და
უსაფრთხოების/სანიტარული ზომების შესახებ. ამასთან, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და
მათმა მხარდამჭერმა დაიცვან არჩევნების დღისთვის დაწესებული ჯანდაცვისა და
უსაფრთხოების წესები.
• მთავრობამ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ განუწყვეტლივ
რეჟიმში განამტკიცონ და საზოგადოებას გააცნონ საჯარო მოხელეების უფლებამოსილებისა
და პასუხისმგებლობის არეალი, და აკრძალონ მათ მონაწილეობა პარტიულ საქმიანობაში,
ასევე მათი მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა.
გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანია,
დადასტურებული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები იყოს საჯარო და
სანქცირებული.
• გარე წყაროებზე ზედმეტი დამოკიდებულების თავიდან აცილების მიზნით, კამპანიის
ფინანსების შესასწავლად სახელმწიფომ მეტი რესურსი უნდა ჩადოს სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის გასაძლიერებლად, რათა მან მოახერხოს სრულყოფილად და
პროფესიონალურად გამოიძიოს კამპანიის ფინანსების ფაქტები, დააჯარიმოს
კანონდამრღვევები და დროულად და გამჭვირვალედ გამოაქვეყნოს აუდიტის მიგნებები.
• სამართალდამცავმა ორგანოებმა სწრაფად უნდა გამოიძიონ და უზრუნველყონ დროული
სანქციები იმ სამართალდამრღვევთა მიმართ რომელთა ქმედებები დაკავშირებულია
მოსყიდვასთან, ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივ გამოყენებასთან, საარჩევნო
დარღვევებთან, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ ძალადობასთან.
• საჩივრები, რომლებიც არ უკავშირდება საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, უნდა
განიხილოს სხვა კომპეტენტურმა უწყებამ, რომელსაც აქვს სათანადო სამართლებრივი
საშუალებები რესურსი და ექსპერტიზა საჩივრების განხილვისა და გადასაჭრელად
გრძელვადიან პერსპექტივაში საარჩევნო დავების სისტემა უნდა იქნას გადახედილი
იმგვარად, რომ ქვედა დონის საარჩევნო კომისიებს ჰქონდეთ საკმარისი რესურსი საარჩევნო
დარღვევების სწრაფად გადასაჭრელად.

IRI-მ რეკომენდაცია გასცა მედიისთვისაც:

• საქართველოში მოქმედმა მედიასაშუალებებმა უნდა მიიღონ საჭირო ზომები, რათა
დაიცვან და შეინარჩუნონ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მედიის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში. 

• პოლიტიკური მიკერძოების აღქმის შესამსუბუქებლად და მედია ინსტიტუტებისადმი ნდობის
ასამაღლებლად, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა მიიღოს ზომები,
რათა უზრუნველყოს სატელევიზიო შინაარსის მიუკერძოებლობა და ფართო აუდიტორიის
ჩართვა.

დღის ამბები