17 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტრომ ცესკოს დადგენილ ვადებში მიაწოდა ყველა იმ პირის შესახებ ინფორმაცია, რომელიც კოვიდსასტუმროში იმყოფება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დადგენილ ვადებში ყველა იმ პაციენტისა და თუ იმ პირის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც კოვიდსასტუმროში იმყოფება.

"დღის კურიერის" ეთერში მინისტრი ამბობს, რომ ამ მხრივ მაქსიმალური გაკეთდა, რათა ყველა მოქალაქემ არჩევნების დღეს საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. 

"კანონით და დადგენილებით განსაზღვრული ყველა ინფორმაცია იმ ვადებში, რა ვადებშიც უნდა ყოფილიყო მიწოდებული, ჯანდაცვის სამინისტრომ მიაწოდა საარჩევნო კომისიას. ამის შემდეგ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ გადაემოწმებინათ, იყვნენ თუ არა ისინი სიაში და ასევე, გამოეხატათ სურვილი, რომ დამატებული ყოფილიყვნენ ამ სიებში. შესაბამისად, ასევე მოხდა დაკორექტირება და მე ვთვლი, რომ დღევანდელი მდგომარეობით შევძელით მაქსიმუმი იმისათვის, რომ ყველა ჩვენი მოქალაქისთვის მიგვეცა იმის საშუალება, რომ მათ დაეფიქსირებინათ თავიანთი არჩევანი ქვეყნის წარმატებული და დემოკრატიული განვითარების მომავლისთვის,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები