17 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

არჩილ თალაკვაძე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციასთან შეაჯამა ქვეყნის დემოკრატიული რეფორმები, ისაუბრა საარჩევნო გარემოზე და საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.

არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის არსებითად პროპორციული სისტემით, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად.

შეხვედრას პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა და პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პროპორციული სიის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამოსვლის და არჩევნებზე დაკვირვებისთვის, განსაკუთრებით, გლობალური პანდემიის პირობებში.

დღის ამბები