"ქართული ოცნება" კიდევ ერთ სქემაზე საუბრობს, რომელზეც მმართველი პარტიის წევრები ამტკიცებენ, რომ ოპოზიციის სამოქმედო გეგმის ნაწილს წარმოადგენს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" ინფორმაციით, ხვალ კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში "ძალა ერთობაშიას" წევრები ვითარების დაძაბვას შეეცდებიან.
ირაკლი კობახიძემ დაასახელა სუბიექტები, რომლებსაც ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ. ასეთებად "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა დევი ჭანკოტაძე, დიმიტრი შაშკინი და ნიკა მელია მოიხსენია.
დღესვე პირველად ითქვა, რომ ხელკეტების, ელექტროშოკებისა და იარაღების გამოყენება იგეგმება.
აღნიშნულს თავად ბრალდების სუბიექტები გამოეხმაურნენ. ნიკა მელიამ ირაკლი კობახიძეს სოციალურ ქსელში უპასუხა".
"ირაკლი კობახიძე, ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ. ხვალ გლდანის რაიონი პოლიტიკიდან გაგაცილებს,"- წერს ნიკა მელია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დევი ჭანკოტაძე კი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძეს რაღაცები ელანდება, რადგან ოპოზიცია ნამდვილად არ გეგმავს არც გადტრიალებებს და არც აჯანყებებს.
"ხვალ დილის 8 საათიდან ჩემთან ერთად იაროს ირაკლი კობახიძემ და ნახოს რას ვაკეთებ. არავითარი აჯანყებები და გადატრიალებები არ იქნება, რაღაცები ელანდება ამ კაცს. მე იმედი მაქვს, კობახიძე თავის სიტყვებს შეასრულებს და როდესაც ხვალ "ქართული ოცნება" პენსიაზე წავა, ერთხელ და სამუდამოდ წავა ისიც პოლიტიკიდან," - აღნიშნავს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დევი ჭანკოტაძე.