17 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
გიორგი ბოტკოველი ხელისუფლებას ამომრჩევლის ზეწოლასა და მოსყიდვაში ადანაშაულებს 

"ნაციონალური მოძრაობის" ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხელისუფლებას ამომრჩევლის ზეწოლასა და მოსყიდვაში ადანაშაულებს.

გიორგი ბოტკოველის განცხადებით, საჯარო მოხელეები, მათ შორის ბაღების, სკოლების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მოსახლეობას აძლევენ მითითებას, რომ შემოხაზონ მართველი პარტიის კანდიდატი და ამის დასტურად ბიულეტენი დამკვირვებელს დაანახონ.

"მაქვს კონკრეტული სიები, თუ როგორ ახდენენ ზეწოლას ამომრჩეველზე ბაღების და რესურსცენტრების ხელმძღვანელები, ასევე ძალოვნები როგორ ხელმძღვანელობენ შტაბებს. ისინი ამომრჩეველს ურეკავენ და კონკრეტულ დროს სთხოვენ, თუ როდის უნდა მივიდნენ საარჩევნო უბანზე, ხოლო ხმის მიცემის შემდეგ ბიულეტენი გახსნილ მდგომარეობაში უნდა გამოიტანონ და დაანახოს "ქართული ოცნების დამკვირვებელს. თუმცა ვეუბნები ხელისუფლებას რომ ამ დაშინების მიუხედავად სახლში მხარს "ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭერს,"- აცხადებს გიორგი ბოტკოველი. 

დღის ამბები